logo_geo
eng_logo
პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
- +

24 აგვისტო. 2020. 13:23

 

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.

 

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა, მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

 

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი.

 

წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner