logo_geo
eng_logo
დავით ზალკანიანი: გამოვხატავ უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო
- +

24 აგვისტო. 2020. 13:33

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

 

 

 

„გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუსურვებ გამძლეობას ამ უმძიმეს დღეებში.

 

მოუთმენლად ველით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების გამოჯანმრთელებას“, – წერს დავით ზალკანიანი.

 

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

 

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner