logo_geo
eng_logo
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
- +

24 აგვისტო. 2020. 13:54

 

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიყენებული ზარალის აღრიცხვა ამ წუთებშიც გრძელდება.

 

მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

 

23 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ წყალტუბოში ვაზნარის ღელის ადიდების გამო 21 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. პირველადი მონაცემებით, წვიმამ როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში, 120-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. სტიქიის გამო რთული მდგომარებაა სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზებზე. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში და სორმონში, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

 

მეწყერმა დააზარალა სოფელ ქვილიშორის მოსახლება. მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის დამაკავშირებლ ცენტრალურ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

 

ძლიერი ნალექის გამო ქუთაისში კახიანოურის, წერთელის, ფოთის, განჯის, ნიკო მარის, ერევნის, ბალანჩივაძის, გუმათის, ავალიანის, ხეთაგუროვის, კრილოვის, ონის, შავგულიძის, ჩხობაძის ქუჩა, ავტომშენებლის ქ. ძელქვიანის, ნინოშვილის, ტყიბულის, გელათის, ბადრიძის, კოსტავას, ევდოშვილის ქუჩებზე პრობლემები შეიქმნა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოლომონ მეორე, მეოთხე ჩიხ პანსიონატში, დათა ნიჟარაძის მესამე შესახვევში.

 

წვიმის გამო ასევე დაზიანებულია მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, კეკელიძის, ბუხაიძის, შარტავას, ნიკეას, ლესელიძის, რუას, ბარათაშვილის, ჭონქაძის, ბერი თევდორეს, ჩანჩიბაძისა და სხირტლაძის ქუჩა, სადაც სტიქიამ საყრდენ კედელს ფუნდამენტი გამოაცალა. ასევე, ახალგაზრდობის მეხუთე შესახვევი, ნომერი 14; ახალგაზრდობის მერვე შესახვევი, ნომერი ორი, სადაც ჩატანილია ხრეში; დაზიანებულია სადგური რიონისა და ახალგაზრდობის გამზირის დამაკავშირებელი კიბე.

 

გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში შიდა საუბნო გზები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა გზები. შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჭიათურა, სადაც ძლიერმა წვიმამ სამ სოფელში სამი საუბნო გზა გადარიცხა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზები უახლოეს პერიოდში აღდგება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner