logo_geo
eng_logo
სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით აღძრულ საქმეში პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო
- +

1 მარტი. 2016. 22:04



პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით აღძრულ საქმეში პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ 2030.news-ს სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ განუცხადა.


ნანა თეთრაძეს საქმის დახურვის დამადასტურებელ მასალებს პროკურატურაში დღეს გადასცემენ.


თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის სექტემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, რამდენიმე დღეში თეთრაძე გლდანის ციხეში გარდაიცვალა.


თეთრაძის საქმეზე მსჯავრდებული არიან სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის თანამშრომლები. თეთრაძის საქმეზე ბრალდებულია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის სასამართლოს პროცესიც მიმდინარეობს და ჯერ განაჩენი გამოტანილი არ არის.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner