აშშ-ის დასავლეთ ვირჯინიის შტატში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო 60 000-მდე საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორის ერლ რეი ტომბლინის განცხადებით, სტიქიის მიყენებული ზარალი უზარმაზარია.
„განადგურებულია გზები, დაზიანებულია ხიდები, დანგრეულია სახლები. მსგავსი არაფერი მინახავს", - განაცხადა ერლ რეი ტომბლინმა.