ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, ოლგა კავალკოვას ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს არასანქცირებული მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებაში სდებენ ბრალს.
დაკავებულია ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი, რომლებიც „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდნენ.
ინფორმაცია დაადასტურეს ბელარუსი ოპოზიციონერის ვიქტორ ბაბარიკას შტაბშიც.
შეგახსენებთ, რომ ოლგა კოვალკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტალანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი პირია.