logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამწუხრებული ვარ შატილის გზაზე ავარიის გამო, ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს
- +

24 აგვისტო. 2020. 14:10

 

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

 

„დამწუხრებული ვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია  ჯეიჰუნ ბაირამოვის „ტვიტერის“ გვერდზე.

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner