logo_geo
eng_logo
სარფში 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

24 აგვისტო. 2020. 14:29

 

19-20 აგვისტოს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.

 

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner