„არის გარკვეული მორალური კრიტერიუმები, რასაკვირველია, ყველა უნდა ცდილობდეს ამ მორალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, თუნდაც პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მაჟორიტარ დეპუტატ, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშია“-სა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„კახას მიმართ მე პირადად მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის, მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს ერთადერთის მანიშნებელია, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყველა თავისუფალია თავის არჩევანში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.