logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი კახა ოქრიაშვილზე: არის გარკვეული მორალური კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებასაც ყველა უნდა ცდილობდეს, თუნდაც პოლიტიკაში
- +

24 აგვისტო. 2020. 14:37

 

„არის გარკვეული მორალური კრიტერიუმები, რასაკვირველია, ყველა უნდა ცდილობდეს ამ მორალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, თუნდაც პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მაჟორიტარ დეპუტატ, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

 

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ძალა ერთობაშია“-სა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

„კახას მიმართ მე პირადად მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის, მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს ერთადერთის მანიშნებელია, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყველა თავისუფალია თავის არჩევანში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner