logo_geo
eng_logo
გიდი, რომელიც სხვებთან ერთად შატილის გზაზე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
- +

24 აგვისტო. 2020. 15:29

 

 

გუშინ, 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიდი სერგო გორლიუკოვია.

 

როგორც გარდაცვლილის მეგობრები Facebook-ზე წერენ, სერგო იყო გამოცდილი, სანდომიანი, თბილი და ყურადღებიანი გიდი, რომელთან ერთადაც მგზავრობა იყო დაუვიწყარი.

 

 

„არ მჯერა, სერგოსთან ერთად მოვიარე კაბადოკია, ანტალია, სტამბოლი, ბაქო… ყველაზე გამორჩეული, უთბილესი და უმაგრესი ადამიანი. ყველაზე ყურადღებიანი გიდი. ვისაც ერთხელ მაინც შეხება ჰქონია სერგოსთან, ვერასდროს დაივიწყებს, ისეთი პიროვნება იყო“.

 

 

„სერგო… რა დასანანი და სამწუხაროა… ის კაბადოკიაში მოგზაურობისას გავიცანი, ახალგაზრდა, განათლებული, კულტურული, მოწესრიგებული გიდი… ნათელი და სასუფეველი მის სულს… ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს…“

 

 

„რამდენი ქვეყნის დაუვიწყარი მოგონება დაგვიტოვე, სერგო. ნათელში იყოს შენი სული“,

წერენ გარდაცვლილი გიდის მეგობარ-ახლობლები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner