გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარკვეული ალბათობა არსებობს, ამიტომ გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა რუსი ოპოზიციონერის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„სამწუხაროდ, რუსეთის უახლეს ისტორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო“, – განაცხადა ზაიბერტმა.
გერმანიის მთავრობა რუსეთს მომხდარი ინცინდენტის გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლის დასადასტურებლად საჭიროა მეტი ინფორმაცია.
20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.
ალექსეი ნავალნი ბერლინში 22 აგვისტოს ჩაიყვანეს.