საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.