ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და გააგრძელონ დიალოგი ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია.
ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, აღნიშნული საკითხების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები მომავალ კვირას, ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებენ.