გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული.
ინფორმაციას რობერტ კოხის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამგვარად, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი ჯამში 234 853 ადამიანს დაუდგინდა. სულ „კოვიდ-19“-ის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 9 277 პაციენტი.