logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით
- +

25 აგვისტო. 2020. 11:05

 

 

 

 

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას უსამძიმრებს.

 

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას“, - ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.

 

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

 

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner