logo_geo
eng_logo
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ სამ პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება
- +

25 აგვისტო. 2020. 10:38

 

 

 

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს დადებითი დინამიკა აღინიშნება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.

 

„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner