logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ჩვილის და მისი ოჯახის 5 წევრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

25 აგვისტო. 2020. 11:41

 

 

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, საავადმყოფოში ჩვილთან ერთად მისი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი მკურნალობს.

 

თვენახევრის ჩვილის მშობლებთან ერთად, კორონავირუსი ბავშვის ბებიას და ბაბუასაც გამოუვლინდათ.

 

„თვენახევრის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებული ბებია და ბაბუაც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. კლინიკაში ჯერ ჩვილის მშობლები, მოგვიანებით კი ბებია და ბაბუა შემოიყვანეს“, -აცხადებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner