საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
„ღრმად ვარ დამწუხრებული შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
აქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.