logo_geo
eng_logo
ტრამპი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვებით უზრუნველსაყოფად დამატებით $1 მილიარდს გამოყოფს
- +

25 აგვისტო. 2020. 11:47

 

 

 

თეთრი სახლი კორონავირუსის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ღეუტერს-ი ავრცელებს.

 

„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით 1 მილიარდ დოლარს გამოვყოფთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

მიმდინარე წლის 28 მარტს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი დახმარებისთვის, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკა დამატებით 2 ტრილიონ დოლარს მიიღებს. თანხის ნაწილი ამერიკელებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით უნდა დაიხარჯოს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner