თეთრი სახლი კორონავირუსის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ღეუტერს-ი ავრცელებს.
„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით 1 მილიარდ დოლარს გამოვყოფთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მიმდინარე წლის 28 მარტს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი დახმარებისთვის, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკა დამატებით 2 ტრილიონ დოლარს მიიღებს. თანხის ნაწილი ამერიკელებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით უნდა დაიხარჯოს.