logo_geo
eng_logo
ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 446 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
- +

25 აგვისტო. 2020. 11:56

 

 

 

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 446 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

 

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირვე არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

 

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner