logo_geo
eng_logo
გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 352 პირიდან, კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
- +

25 აგვისტო. 2020. 12:38

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 352 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის, 105 იყო მესტიის მუნიციპალიტეტიდან. კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდგინდა, კიდევ ერთის პასუხი სუსტად დადებითი იყო, დანარჩენებს კი, ვირუსი არ დაუდგინდათ.

 

გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 82 წარმომადგენელი, შსს-ს 82 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 31 წარმომადგენელი,  ეპიდკერაში მყოფი პირი 58 პირი,  ფოთის საბაჟოს 19 თანამშრომელი.

 

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს მესტიის საკარანტინე სივრცეებიდან 18, ანაკლიის საკარანტინე სივრციდან 7, თვითიზოლაციიდან 34 მოქალაქე, მათ შორის 32 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner