ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214 პირმა ისარგებლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PSR-კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.
21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს. პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.