logo_geo
eng_logo
ბათუმსა და ქობულეთში უფასო ტესტირებით 214 პირმა ისარგებლა
- +

25 აგვისტო. 2020. 13:14

 

 

 

ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214 პირმა ისარგებლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PSR-კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.

 

21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.

 

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს. პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

 

აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner