logo_geo
eng_logo
ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთის მიერ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს
- +

25 აგვისტო. 2020. 16:42

 

 

 

ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთის მიერ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ წერს.

 

„ბელტას“ ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსული ვაქცინის ცდების მესამე ეტაპზე ისაუბრეს, ასევე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცდების დასრულების შემდეგ ბელარუსი იქნება პირველი ქვეყანა რუსეთის გარეთ, სადაც რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინზე წვდომა ექნებათ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner