-
+
25 აგვისტო. 2020. 18:08
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა. ტიმოშენკოს „კოვიდ-19“ 23 აგვისტოს დაუდასტურდა.
როგორც უკრაინული გამოცემა „რბკ-უკრაინა“ წერს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ცნობით, ტიმოშენკოს ცხელება აღენიშნება და მედიკოსებს მისი ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა ვერ ჩამოჰყავთ.
„კოვიდ-19“ დაუდასტურდა ასევე, იულია ტიმოშენკოს შვილს, ევგენია ტიმოშენკოს და მის მეუღლეს არტურ ჩეჩეტკინს, თუმცა, მათ დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ.