logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა
- +

25 აგვისტო. 2020. 18:08

 

 

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა. ტიმოშენკოს „კოვიდ-19“ 23 აგვისტოს დაუდასტურდა.

 

როგორც უკრაინული გამოცემა „რბკ-უკრაინა“ წერს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ცნობით, ტიმოშენკოს ცხელება აღენიშნება და მედიკოსებს  მისი ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა ვერ ჩამოჰყავთ.

 

„კოვიდ-19“ დაუდასტურდა ასევე, იულია ტიმოშენკოს შვილს, ევგენია ტიმოშენკოს და მის მეუღლეს არტურ ჩეჩეტკინს, თუმცა, მათ დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner