logo_geo
eng_logo
სტანისლავ ბონდარენკო, გამარჯვების შემთხვევაში, ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა
- +

25 ივნისი. 2016. 13:26


მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო, გამარჯვების შემთხვევაში, ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ჩანაფიქრი აღარ განხორციელდება.



არ მინდოდა, გამომექვეყნებინა ის მიმართვა, რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები, მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ გადაგვაფიქრებინა. დაე, გადაწყვიტოს ქართველმა ერმა გამარჯვებული", - წერს ოქიტაშვილი და სტანისლავ ბონდარენკოს განცხადებას აქვეყნებს:



მინდა, ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო. მე საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი, მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯანმრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა. ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის - ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, მეგობრებო. მივიღე წინადადება და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ. მე ვგრძნობ, ამ დიდი თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა, ჩემი მოკრძალებული განცხადებით ვუპასუხო. ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო, იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს, ჯანო იზორიას გადავცე. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან - აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა", - ნათქვამია სტანისლავ ბონდარენკოს განცხადებაში, რომელსაც დავით ოქიტაშვილი აქვეყნებს.

 

 

ოქიტაშვილი კომენტარებში დასძენს, რომ მოგების შემთხვევაში, ჩანაფიქრს აღარ განახორციელებენ:

 

 

არ იყო წინასწარი ლანძღვა-გინება საჭირო. ახლა კი გამარჯვებული გადაწყვიტოს ქართველმა ერმა. და, სამწუხაროა, რასაც ვაპირებდით, არ გვაცალეთ. ამიტომ, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდება, სამწუხაროდ", - წერს დავით ოქიტაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner