არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში არგენტინაში კორონავირუსით 8 713 ადამიანი დაინფიცირდა, 287 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 350 867 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 7 366 გარდაიცვალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, არგენტინა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.