logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ელენე ხოშტარიამ ჯერ თავის ბიოგრაფიაში ჩაიხედოს და გაიხსენოს გრიგოლ ვაშაძე...
- +

25 აგვისტო. 2020. 22:48

 

„არ მიკვირს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია ელენე ხოშტარიასთვის სანდოა“, - ასე ეხმაურება, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ელენე ხოშტარიას მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პარტიის დაფინანსების სავარაუდო რუსული წყაროების გამოძიებისა და არჩევნებიდან პარტიის მოხსნის მოთხოვნით.

 

„მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელი ინიციატივაა იმ პარტიების მოხსნა, რომლებიც რუსეთის მიერ არის დაფინანსებული, მაგრამ ქალბატონ ელენე ხოშტარიას ვურჩევდი, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან საკუთარი კონტაქტებიდან დაიწყოს, თავის ბიოგრაფიაში ჩაიხედოს და გაიხსენოს გრიგოლ ვაშაძე, საბჭოთა ჩეკისტი, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომლის  მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ეს ძალად ევროპული პოლიტიკოსები“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, არჩევნებიდან  პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსნის საკითხი უნდა იყოს დაყენებული.

 

„ვფირობ, რომ პირველ რიგში დასაყენებელია „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიდან მოხსნის საკითხი და გამოძიებული უნდა იყოს რუსეთთან მისი პარტნიორების კავშირის არსებობა. მოვუწოდებ, რომ დაიწყოს თავისი თავით და თანაპარტიელებით რომლებიც საბჭოთა კავშირის ჩეკისტს უჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნზე და გამოსაძიებელია ისიც, რა მიზანი ჰქონდათ მაშინ, როცა ცდილობდნენ, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გამხდარიყო“, - აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.

 

ასევე, გოგა ხაინდრავას  არ უკვირს ელენე ხოშტარიას ნდობა რუსული წარმომავლობის კომპანიისადმი.

 

„არ მიკვირს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია ელენე ხოშტარიასთვის სანდოა, რადგან ელენე ხოშტარიას აქვს რუსული წარმომავლობა, მას განათლება რუსული „კგბ“-ს სამჭედლოში აქვს მიღებული, ეს არის რუსული დიპლომატიური სასწავლებელი და მან კარგად იცის, რას ასწავლიდნენ  მას რუსული უშიშროების წარმომადგენლები სწავლის დროს“,  - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner