logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: „ნაცებო“, თქვენ დროს არ იყო, რუსთაველზე „ლაღიძესთან“ რომ მოჭერით მრავლისმომსწრე ჭადარი?
- +

16 თებერვალი. 2016. 15:17



საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის" ლიდერი გია კორკოტაშვილი „facebook"-გვერდზე ხეების მოჭრის შესახებ ნაციონალების მიერ ატეხილ სკანდალს ეხმაურება.



ამ ხეების გადარგვაზე რომ ატეხეთ, ნაცებო", დიდი ხაი", თქვენ დროს არ იყო, რუსთაველზე ლაღიძესთან" რომ მოჭერით მრავლისმომსწრე ჭადარი? ხო, ბატონო, ამაშია საქმე, სიმბოლიკა მოუჭერით თბილისელებს საზოგადოდ. მაგას ნერგავდით, წარსული დავიწყებოდა საზოგადოებას, ახალი სატანური-პრაგმატიზმით (სადაც არც უფროსია, არც წარსულია) ეცხოვრა ყველას, მაგრამ ღმერთი მაღალია. არაკანონიერ საქციელს არც ახალ მთავრობას მოუწონებს ვინმე, მაგრამ თქვენ, ნაცებო", არა გაქვთ რამე სალაპარაკო ამ ისტორიის პატრონებს!!!" - წერს გია კორკოტაშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner