მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას ატარებს.
„ეს ეგზალტირებული დედაკაცი, რომელიც წიკვინებს და იწყევლება როგორ შეიძლება შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდეს? სირცხვილია და თავის მოჭრა. პროვინციული ეგზალტაცია და ორღობის დედაკაცის ინტონაცია, პროვინციალიზმი და გიგა ბოკერიას ლოგიკა.
თინა ხიდაშელის შემხედვარე მართლაც შემეცოდა ჩემი საქართველო. ცალსახაა ხიდაშელი+რუსთავი2=ნაცებს. როდესაც „რუსთავი2" ასეთ კეთილ პიარს უკეთებს პოლიტიკოსს ნათელია, რომ ეს უშუალოდ მიშასთანაა შეთანხმებული. კითხვები უკვე აღარ მაქვს. „რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში ყოფნა დასავლეთის ინტერესი არაა, ეს მხოლოდ სააკაშვილის ინტერესია. ბოლოს კი ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს გმირ სამხედროებს მინდა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის პოზიცია შევახსენო აფხაზეთთან მიმართებაში:
-სტენოგრამა სოჭი 19|03|01...
თინა ხიდაშელი: ბატალ (ბატალ კობახია), მე კი გეუბნები, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ! ვიმეორებ: აფხაზეთის გარეშე თუ აფხაზეთთან ერთად - ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემათაგანია."- წერს ბრეგაძე.