„112-ს რომ დავურეკე, ჩანაწერშიც ისმის ჩუმად ვსაუბრობ. მშვიდად იმიტომ ვსაუბრობდი, რომ იმათ არ გაეგოთ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დამონტაჟებულია თუ არა 112-ის ზარი, იაკობ ბრეგვაძე პასუხობს: „112-ის ზარი დამონტაჟებული არაა. ეს სრული საუბარია ჩემი. რატო უნდა დავმალო რამე და რისთვის?“