logo_geo
eng_logo
იაკობ ბრეგვაძე: დაბადების დღეზე ფოტოაპარატი ჩანთიდანაც კი არ ამომიღია
- +

26 აგვისტო. 2020. 00:49

 

 

„დაბადების დღეზე ყველას ჰგონია, რომ მე მივედი ფოტოგრაფად. ეს ასე არაა. იქ მივედი სტუმარი, როგორც სხვა ყველა დანარჩენი“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

 

იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, დაბადების დღეზე მას კამერა ჩანთიდან არ ამოუღია.

 

„დაბადების დღეზე  ფოტოები არ გადამიღია. დაბადების დღეზე ფოტოაპარატი ჩანთიდანაც კი არ ამომიღია. ხელში განათება მეჭირა, რომელსაც ფერები ეცვლება და ამით ვანათებდი. 100 პროცენტი დარწმუნებული ვამბობ, რომ კამერა არ ამომიღია დაბადების დღეზე. ბევრი ხალხი იყო და არ მინდოდა კამერას რამე დაშავებოდა. იქ რა უნდა გადამეღო ისეთი ღირებული? არცერთი ფოტო გადამიღია. ტელეფონითაც შეიძლება ისეთი ფოტოს გადაღება, რაც გამოძიებას დაეხმარება. იქ ყველას შეეძლო ფოტო გადაეღო“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner