„ჩვენება ცრუ არაა“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” მის ჩვენებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენება ცრუ არაა. სხვადასხვა ჩვენება არ მიმიცია არასოდეს. არ მითქვამს, რომ სულ სამი ადამიანი იყო, ვთქვი რომ სამი ადამიანი დავინახე მისდევდა-თქო. როდესაც გიორგის დაედევნენ არ მეგონა, რომ ის იყო, მერე აღვიდგინე“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.