logo_geo
eng_logo
იაკობ ბრეგვაძე: აგარაკზე დაახლოებით 15-20 წუთი ვიყავი ჩხუბამდე
- +

26 აგვისტო. 2020. 01:41

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”,  აგარაკზე, ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე მომხდარი ჩხუბი გაიხსენა.

 

იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, ის აგარაკზე 15-20 წუთი იმყოფებოდა ჩხუბამდე და  ჩხუბის ხმა არ გაუგონია.

 

„ტყუილია ინფორმაცია, რომ 6 საათი აგარაკზე  ვიმყოფებოდი. აგარაკზე დაახლოებით 15-20 წუთი ვიყავი ჩხუბამდე. ჩხუბის დროს გარეთ არ გავსულვარ, შიგნით ვიყავი. ჩხუბის ხმა არ მესმოდა“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner