logo_geo
eng_logo
„რუსეთი რომელიმე მეზობლისთვის მიმზიდველი და პერსპექტიული როგორ უნდა გახდეს?!“
- +

25 ივნისი. 2016. 14:04


საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ გამოყენებითი ურთიერთობებიდან უნდა გამოვიდეთ და ევროკავშირი კი არ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ.



ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენ არ შეგვცვლის და პრობლემებს არ გადაგვიწყვეტს. პრობლემები თავად უნდა გადავწყვიტოთ და უნდა ვისწავლოთ, ისევ როგორ გავხდეთ ევროპელები.

ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, რაც უნდა გავაგრძელოთ. არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას არ მივიღებთ. ილუზიებით და მითებით ცხოვრება არ ვარგა. ევროპა საქართველოსთვის ერთადერთი პერსპექტიული გზაა. ძალიან მაინტერესებს, რუსეთი, რომელმაც საკუთარ საზოგადოებას მითების გარდა ვერავითარი პერსპექტივა ვერ მოუტანა, რომელიმე მეზობლისთვის მიმზიდველი და პერსპექტიული როგორ უნდა გახდეს?! მასთან რაც შეიძლება დალაგებულ ურთიერთობებში რომ უნდა ვიყოთ, ეს ელემენტარულია, რადგან რეალური პოლიტიკა ამას მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერსპექტივა შეიცვალა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner