ჰაიტიზე ტროპიკულ შტორმ „ლაურას“ სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სტიქიამ ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი დააზარალა, სადაც შტორმმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.
198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ.
ამჟამად ციკლონი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება და როგორც მოსალოდნელია, ტეხასისა და ლუიზიანის შტატის სანაპიროებს დღეს დაატყდება თავს. სანაპირო დასახლებებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.