logo_geo
eng_logo
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 650 ინფიცირებული
- +

26 აგვისტო. 2020. 12:03

 

 

მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 650 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მექსიკის მთავრობის განცხადებით, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა რეგისტრირებულთან შედარებით გაცილებით მაღალია.

 

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 568 621 შემთხვევა. პანდემიას მექსიკაში 61 450 ინფიცირებული ემსხვერპლა.

 

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, მექსიკა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner