logo_geo
eng_logo
შალვა კერესელიძე ციხისძირის, ქსანის, ნატახტარის და ზედა წეროვნის მოსახლეობას შეხვდა
- +

26 აგვისტო. 2020. 13:19

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია შალვა კერესელიძემ  ციხისძირის, ქსანის, ნატახტარის და ზედა წეროვნის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაასრულა. შალვა კერესელიძის პრესსამსახურის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დღეიდან ქალაქ მცხეთის მოსახლეობის პრობლემების გაცნობას იწყებს. კერესელიძის თქმით, სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების ბიუჯეტში  წყლის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა პრიორიტეტულ საკითხებს შორის პირველ ადგილზეა.

 

„ათობით სოფლის ასობით მოქალაქესთან შეხვედრის დროს ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სოფელში მცხოვრებლებს აწუხებთ. მე მათ დავპირდი, რომ ჩემი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემებს, ეტაპობრივად მოვაგვარებ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის მოსახლეობისთვის მიწოდებაა. ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომდევნო წლების ბიუჯეტების პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში წყლის პრობლემის მოგვარება პირველ ადგილზეა“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner