ესპანეთის ლა ლიგას დებიუტანტმა „ელჩემ“, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო მარადონა დანიშნოს, – ამის შესახებ გამოცემა „სუპერ დეპორტემ“ (Super Deporte) დაწერა.
წყაროს ცნობით, 59 წლის სპეციალისტი შეიძლება გახდეს კლუბის ახალი პროექტის ნაწილი. აქციათა 70 პროცენტის შეძენის შემდეგ, „ელჩეს“ მფლობელი გახდა გავლენიანი არგენტინელი ბიზნესმენი კრისტიან ბრაგარნიკი, რომელსაც კლუბში ახალი სახეების მოზიდვა სურს. გუნდმა უკვე გაუშვა მწვრთნელი ხოსე როხო მარტინი, რომელმაც „ელჩე“ ელიტურ დივიზიონში დააბრუნა.
დღეს, მარადონა არგენტინულ „ხიმნასიას“ უდგას სათავეში. ივნისის დასაწყისში კლუბმა 2021 წლამდე გააფორმა კონტრაქტი მწვრთნელთან.