logo_geo
eng_logo
ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

26 აგვისტო. 2020. 16:55

 

 

 

სოფელ ძველ აბაშაში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდია სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.

 

მიმდინარე სამუშაოებს პირველი პრეზიდენტის შვილები გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები, „ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატ ალექსანდრე მოწერელიასთან და აბაშის მერთან ერთად  გაეცნენ.

 

„დღეს ალეკოსთან ერთად, მე და კოკომ ბაბუაჩვენის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულეთ. დიდი პროექტია, რომელიც, სრულად, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბ. ივანიშვილს აშკარად გააჩნია“, - წერს სოციალურ ქსელ „Twitter“-ში გიორგი გამსახურდია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner