„ყველა და ყველაფერი გაყიდულია... ოპოზიცია, „ნაცები", ბოკერიას „ნაცები", სუყველანი კუდებით არიან ერთმანეთზე გადაბმული“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ემზარს კვიციანმა, გაზეთ “ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
ემზარ კვიციანმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„პარტიების წინააღმდეგი ვარ! პარტიებმა ქვეყანა დაღუპეს, რის შესახებაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძეც გვაფრთხილებდა. აწი ვერცერთ პარტიაში ვეღარ მიხილავთ და პოლიტიკიდან საერთოდ მივდივარ, რადგან ასეთ გაყიდულ სიტუაციაში არსებობა არ შემიძლია!
ყველა და ყველაფერი გაყიდულია... ოპოზიცია, „ნაცები", ბოკერიას „ნაცები", სუყველანი კუდებით არიან ერთმანეთზე გადაბმული“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.