logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: აფხაზებმა კარგად იციან, რომ სომხები თავზე დაასხდნენ, მაგრამ ვეღარაფერს შვრებიან...
- +

26 აგვისტო. 2020. 21:59

 

„იურიდიულად აფხაზეთი ჩვენია, მაგრამ, ფაქტობრივად, სომხების ხელშია!“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა გაზეთ „ასავალ დასავალს“ განუცხადა.

 

ემზარ კვიციანის განცხადებით, დღეს, აფხაზეთში ბიზნესი სომხებს ეკუთვნით.

 

„იურიდიულად აფხაზეთი ჩვენია, მაგრამ, ფაქტობრივად, სომხების ხელშია! ყველაფერი, რაც კი აფხაზეთში არსებობს, სადაც კი ფული იშოვება და სადაც ადამიანი კარგად ცხოვრობს, სომხებს ეკუთვნით. აფხაზეთში სომხების რიცხვი დღითიდღე მატულობს, სამაგიეროდ, ქართველებისა და აფხაზების რიცხვი იკლებს. დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩამოგდებული შუღლი სწორედ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული გვარგადაკეთებული სომხების მიერ არის ინსპირირებული! ამ მიზანმიმართული და ვირეშმაკული პოლიტიკის შედეგად რუსეთში ქართველები თავიანთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს კარგავენ, სამაგიეროდ, სომხები ძლიერდებიან.

 

აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ სომხები თავზე დაასხდნენ, მაგრამ ვეღარაფერს შვრებიან... ჩვენსა და აფხაზებს შორის ერთადერთი კოდორის ხეობა იყო დარჩენილი, სადაც გულწრფელი ურთიერთობა და ლაპარაკი შეგვეძლო. უკვე შერიგებულები ვიყავით და ერთმანეთში მისვლა-მოსვლაც დაწყებული გვქონდა, მაგრამ მოვიდა თუ არა სააკაშვილი, კოდორის ხეობას მაშინვე უწოდა „ზემო აფხაზეთი“ და დაიწყო აგრესიული რიტორიკა. სააკაშვილი და მისი ხროვა მთელი ორი წლის განმავლობაში აფხაზებს იწვევდნენ და უღრენდნენ – „თუ აქ შემოხვალთ, ცხვირ-პირს დაგილეწავთ!“ – და ა.შ. კავკასიელს რომ ამას ეტყვი, ხომ იცით, რასაც ნიშნავს?! მიუხედავად ამისა, აფხაზებმა დადებული პირობა ბოლომდე შეასრულეს და კოდორის ხეობისკენ იარაღით არც გამოუხედავთ.

 

 

სააკაშვილმა და ნაძირალა ოქრუაშვილმა რომ დაინახეს, აფხაზები „ნაცების“ პროვოკაციას არ ჰყვებოდნენ, ადგენენ და 2006 წელს კოდორის ხეობა დაბომბეს.

 

 

ამას შედეგად მოჰყვა ჩემი კოდორის ხეობიდან განდევნა და ადგილობრივებისგან შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების „მონადირის“ დაშლა. საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა კოდორი რუსებს ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა და ხონჩით მიართვა“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner