თავისუფლების შეზღუდვა... ალბათ ადამიანისთვის, როგორც პიროვნებისთვის, უარესი არაფერია. ისტორიამ რამდენიმე შემთხვევა იცის, როდესაც ციხიდან გაქცევა რეალობად იქცა. ჩვენ ამ ისტორიებს გთავაზობთ:
პარქჰიორსტის ციხე
1955 წელს სამმა პატიმარმა: ენდრიუ როჯერმა, კიტ როუზმა და მეთიუ უილიამსმა ციხიდან გაქცევა შეძლეს. მათ 7-მეტრიანი ფოლადის კიბე და იარაღი გააკეთეს, გასაღები კი ფოტოგრაფიული მეხსიერებით შექმნეს. ასე, მათ საკუთარი გასაღების და კიბის დახმარებით ციხიდან გააღწიეს. ისინი 4 დღის შემდეგ დაიჭირეს. მათ ვერ მოასწრეს, განეხორციელებინათ გეგმის მეორე ნაწილი - თვითმფრინავის გატაცება და გაფრენა (როუზი გამოცდილი მფრინავი იყო).
ფრენკ ებიგნეილი
ფრენკ ებიგნეილს შესახებ ფილმიც კი გადაიღეს - „დამიჭირე, თუ შეძლებ" (მთავარ როლში ლეონარდო დი კაპრიო). მას შემდეგ, რაც ფრენკი ციხეში მოხვდა, მცველები დაარწმუნა, რომ ის სახელმწიფოს მიერ მიგზავნილი საიდუმლო ინსპექტორი იყო და FBI-ის აგენტთან უნდა დაერეკა, რომლის სავიზიტო ბარათიც გადასცა. მცველებმა ბარათზე აღნიშნულ ნომერზე დარეკეს და ვითომ აგენტმა, რომელიც ებიგნეილის მეგობარი ქალი იყო, განუცხადა, რომ მას სასწრაფოდ უნდა გაეყვანა ებიგნეილი. ამ ხრიკებმა, ებიგნეილს საშუალებმა მისცა, ციხიდან გამოსულიყო.
ჩოი გაპ-ბოკი
50 წლის ჩოი გაპ-ბოკმა ციხიდან გაქცევა საკუთარი მოქნილობის დახმარებით შეძლო და ფაქტობრივად საჭმლის გადასაცემ ჭრილში გაძვრა. წლების განმავლობაში იგი იოგით იყო დაკავებული, რაც მას გაქცევაში დაეხმარა. ის 6 დღეში დაიჭირეს და კამერაში ჩასვეს. სარკმელი საჭმლისთვის იქ უფრო პატარა იყო.
პასკალ პაიეტი
პასკალ პაიეტმა საფრანგეთის 2 ციხიდან შეძლო გაქცევა. ორივეჯერ მან ვერტმფრენი გამოიყენა. მეორე გაქცევა (2007 წელს) მართლაც შთამბეჭდავი იყო - კურორტ კანიდან პაიეტის სამმა თანამზრახველმა გაიტაცა ვერტმფრენი პილოტთან ერთად, ვერტმფრენი ციხის სახურავზე დასვეს, პაიეტი ჩაისვეს და გაფრინდნენ. მფრინავი ზღვის პირას ჩამოსვეს, თვითონ კი გაუჩინარდნენ. რამდენიმე თვეში პაიეტი ესპანეთში დააკავეს და საფრანგეთში დააბრუნეს. ამჯამად რომელ ციხეში იმყოფება პაიეტი, გასაიდუმლოებულია უსაფრტხოების ნორმებიდან გამომდინარე
ჯეკ შეპარდი
ჯეკ შეპარდმა ჭერში ხვრელი გააკეთა, შემდეგ კი სახურავზე ავიდა და უკვე იქიდან გადმოაგდო თოკი. ახალგაზრდა მამაკაცმა სხვებს თავი უბრალო გამვლელად მოაჩვენა და პოლიციელებს „უთხრა", სად გაიქცა პატიმარი. ამის შემდეგ კი, მათ დასახმარებლად გაიქცა!
გაქცევა ალკატრასიდან
1962 წლის 11 და 12 ივნისს, პატიმრებმა - კლარენს ანგლინმა, ჯონ ანგლინმა და ფრენ მორისმა საპნის, ტუალეტის ქაღალდის და საკუთარი თმით საშუალებით „თავები" გააკეთეს და საკუთარ საწოლებში ჩადეს, მცველებს რომ ეფიქრათ, პატიმრებს სძინავთო. ისინი სადინარი მილით გაძვრნენ სანაპიროზე და გასაბერი ტივის დახმარებით გაქცევა შეძლეს. ამის შემდეგ მათზე არაფერია ცნობილი. ოფიციალურად ითვლება, რომ ისინი სან-ფრანცისკოს ყურეში დაიხრჩვნენ.
რობერტ დეილ შეპარდი
1994 წელს, რობერტ დეილ შეპარდი სამხრეთ ჩარლსტონში დაიჭირეს. მან ციხიდან გაქცევა კბილის ძაფისგან გაკეთებული თოკის დახმარებით შეძლო. თავისუფლებაზე ის 41 დღის განმავლობაში იყო და ტყეში ცხოვრობდა.
ალფრედ ვეცლერი
მან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან შეძლო გაქცევა, რუდოლფ ვრბასთან ერთად. გაქცეულებმა ტყეში მოწყობილ საიდუმლო სამალავში 4 დთე გაატარეს. იმისთვის, რომ ისინი ძაღლებს არ ეპოვათ, პერიმეტრზე თამბაქო დაყარეს. შემდეგ კი, სასკოლო ატლასიდან ამოხეული ნახატის დახმარებით საზღვარზე გადავიდნენ.
დიტერ დენგლერი
დიტერ დენგლერი გერმანელ-ამერიკელი პილოტი იყო. ვიეტნამის ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ის მაშინვე შეუდგა გაქცევის გეგმის შემუშავებას და სულ მალე მან და 6 პატიმარმა მოახერხეს იარაღის ხელში ჩაგდება, ზედამხედველების ლიკვიდაცია და ჯუნგლებში გაქცევა. საბოლოოდ მან ჯუნგლებში 23 დღე გაატარა.
ელ ჩაპო
ელ ჩაპო - ხოაკინ არჩივალდო გუზმან ლოერა მექსიკელი „ნარკობარონი", რომელმაც ციხიდან გაქცევა ორჯერ შეძლო... 2001 წელს ციხიდან გაქცევა ჭუჭყიანი თეთრეულის ურიკით მოახერხა, მეორედ კი, 2015 წელს, საკნიდან გამოაღწია კილომეტრ-ნახევრიანი გვირაბით. 2016 წლის დასაწყისში ელ ჩაპო მაინც დაიჭირეს და ციხეში დააბრუნეს, სადაც აშშ-ში ექსტრადიციას „ელოდება".
დევიდ სუეთი და რიჩარდ მეთი
დევიდ სუეთი და რიჩარდ მეთი ნიუ-იორკის ციხიდან 2015 წლის 6 ივნისს გაიქცნენ. ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ პრივილეგირებულ ციხეში ცხოვრობდნენ, სადაც ჰქონდათ სამზარეულო, ტელევიზორი და სხვა. მათ გაქცევა პატარა დანის საშუალებით შეძლეს, რომელიც ციხის მუშაკებმა გადასცეს. 26 ივნისს, მეთი კანადის საზღვარზე მოკლეს, სუეთი კი, დაიჭირეს.