logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს 340 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა
- +

0 . 0000. 00:00

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება.

 

340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეცკურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.

 

ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო.

 

შეხვედრას ყველა სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner