თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 313-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, 262 507 შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსს 20 პაციენტი ემსხვერპლა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 6 183 ადამიანი. დღეისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 841 პაციენტი.
თურქეთში ყოველდღიურად კორონავირუსზე ტესტირებას 100 ათასზე მეტ ადამიანს უტარებენ.