logo_geo
eng_logo
გუდაურში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
- +

25 ივნისი. 2016. 14:52


► კომპანია „რედკო" ახალ გუდაურში, 50 ჰექტარი მიწის განაშენიანებას იწყებს, პირველ ეტაპზე აშენდება 26 ნაგებობა:


  • სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები


  • დასვენების და გასართობი ინფრასტრუქტურა: ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები


  • 1600-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი


► კომპანია „რედკომ" მიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide"-საგან, რომლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების „Sheraton" და „Four Points by Sheraton" სასტუმროები გაიხსნება.


► აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა გენერალურმა გეგმამ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ.


► წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციის შედეგად გუდაურის ისტორიაში პირველად იქნება წყლის საკმარისი მარაგი.


►2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.


► უახლოეს მომავალში შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის.


► გუდაურში განხორციელდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტი. შედეგად, სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა.


► გუდაური ზაფხულშიც აქტუალურია ტურისტებისთვის. კურორტზე, საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი სიგრძის ველო ბილიკია მოწყობილი.


►5 წლის განმავლობაში გუდაური, საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი.


► ახალ გუდაურში კომპანია „რედკოს" მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო 2017 წელს კომპანია „რედკო" ახალ გუდაურში „Radisson Blu"-ს ბრენდის 5* სასტუმროს გახსნის, რისთვისაც კომპანია დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner