logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანმა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგები უშუალოდ ფერმერისგან მოისმინა
- +

27 აგვისტო. 2020. 11:54

 

 

 

„ქართული ოცნების“ ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი  სოფელ კოკში ირაკლი ბუაძის ოჯახს ესტუმრა. ფერმერმა წელს აგრობარათით სახელმწიფოსგან 600 ლარზე მეტი დახმარება მიიღო, რაც მოსავლის გაუმჯობესებისთვის შხამქიმიკატებსა და მინერალურ სასუქებში გამოიყენა, შედეგიც კარგი აქვს - თხილის უხვ მოსავალს აბინავებს.

 

„თხილის კულტურა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ნამდვილად სასიამოვნოა ის შედეგები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რადგანაც სამეგრელო და მთლიანად საქართველო უახლოვდება იმ მაჩვენებლებს, რაც ადრე არსებობდა ვიდრე იქნებოდა ფაროსანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში.

 

მნიშვნელოვანია, რომ თანამშრობლობა იყო როგორც სახელმწიფო სექტორს, ასევე მეწარმეებსა და ფერმერთა ასოციაციებს შორის, რამაც   გამოიღო რეალური შედეგი და დაგვანახა, რომ სწორი მოვლის პირობებში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მნიშვნელოვნად დიდი დოვლათი, რამაც უფრო დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს“,  - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მაჟორიტარობის კანდიდატი ფერმერს, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად სტუმრობდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner